THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Friday, April 23, 2010

სიყვარული თუ აკვიატება?

იუხედავად იმისა, რომ გავუშვი, 
მიუხედავას იმისა, რომ "აღარ მიყვარს", 
მიუხედავას იმისა, რომ საუკუნეა არ შევხმიანებივართ ერთმანეთს, 


ამ ბოლო დღეების მანძილზე რამდენჯერმე ამომიტივტივდა გონებაში და ისიც იმის გამო, რომ პირწიგნაკში "მეგობრის" სურათებში გაიჩითა. "მეგობრის" მეჯვარედ. :) მინდოდა მიმეწერა, მომწონს შენი საცოლე და შენი მეჯვარე მეთქი ამ ადამიანისათვის, მაგრამ ვერ გავბედე... 


ისე, მეჯვარე უფრო მომწონს! :)


მიუხედავად ყველა ტკვივილისა, რაც მომაყენა, ისევ ამიფრიალდა გული მისი (მერე რა რომ) სურათის დანახვისას. მომიარა ისევ, და ისევ ყველაფერი გამახსენდა... რეალურ ცხოვრებაში რომ მენახა, ალბათ გული წამივიდოდა... :) 



სასტიკად მომეშალა ნერვები, საკუთარ თავთან იმის გამოტყდომის გამო, რაც აღმოვაჩინე - რომ კვლავ არ მეკიდა!

დავიღალე, არ შეიძლება ტვინს ჰქონდეს ღილაკი - Erase?! Delete?!




WTF?!

1 comments:

Anonymous said...

Vici viszec wer! ;)