THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Wednesday, December 30, 2009

შარშან ამ დროს

ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დაიარებოდა!

მიყვარდი და ქვეყანა ჩემი მეგონა...
შენც ჩემი მეგონე...
შენ იყავი "ჩემი მთელი ქვეყანა"...




და რომ იცოდე, ახლა როგორ ვერ გიტან! მთელი არსებით!!! იმიტომ რომ ისევ მიყვარხარ და ისევ ნერვებს მიშლი!! აი, ამ წამსაც!!!
ნახვამდის თქმა ვერ გასწავლე... ვერც გამარჯობის თქმა დაგამუღამებინე... უფრო სწორად, დაგამუღამებინე, მაგრამ მცირე ხნით...
ადამიანი ხარ ეგეთი, უთავბოლო!

შარშან ამ დროს მიყვარდი, მხოლოდ მაშინ, სიძულვილის გარეშე...
ნეტა შემეძლოს ჩემი თავისთვის ამ სიძულვილის პატიება!

ეგოისტურად გიყვარსო, დამიკომენტარეს წინა პოსტებში...
და ჩემს ეგოიზმს შენ გაბრალებ... რადგან გამოაცალე მას ის ელემენტები, რამაც ჩემი დამოკიდებულება შენდამი ამგვარი გახადა!

არასოდეს იცოდი წერტილის დასმა... ხარი ხართან დააბიო... გადმომედო!

სამაგიეროდ პოსტებს ვავსებ სამწერტილებითა და ძახილის ნიშნებით...

შენ ხარ ერთი გრძელი სამწერტილი მილონჯერ განმეორებული...

შენ ხარ ის, ვინც მაკლია რეალურ ცხოვრებაში და ვისითაც ამ უაზრო საიტის გვერდებს ვავსებ...

ახალ წელს გილოცავ...

"წელს არ უნდა მაჩუქო ღია ბარათიო?" - იკითხე...
 გინდა მეთქი?
"მე? შენ უნდა გინდოდესო..."

და ჩაქრი...

და საერთოდაც, მხოლოდ პოსტის შესავსებად მოგწერე...
მე რაც მინდა, შენ აღარ გეხება!
არ დავუშვებ იმას, რომ კვლავ დავკარგო შენს გამო ხალხი!

Saturday, December 12, 2009

WTF?!

მასთან ყოველი საუბრის შემდგომ რატომ მიხდება აივანზე გასვლა გასაგრილებლად? რატომ ახლდება ყველა გრძნობა თავიდან და რატომ ვივიწყებ წყენას?!

რატომ არაფერი რჩება გუში სიყვარულისა და მონატრების გარდა?

სად იკარგება გონება? რატომ ვერ ვახერხებ საბოლოოდ მის დავიწყებას?

კიდევ კარგი, ვერ ვნახულობ ხოლმე, თორემ, მერე უნდა გენახათ ღამის თევები.

ისიც ვიცი, როგორ მოვკვდები! უეჭველი მანქანით გადამიტანს! შემთხვევით.... ორჯერ უკვე კინაღამ გამისტუმრა და მესამე და სამართალიო.

ხოდა ყინულის უოველი გალღობის შემგდომ ახალი ყრუ კედელი აღიმართება... ასე რად ხდება არ ვიცი. ყოველი ეგეთი ღამეც გათეთრებულია...

ფიქრი ძალიან ბევრია:

ხდება ყველაფრის აწონ-დაწონვა და საბოლოოდ გადაწყვეტილება ყოველთვის ერთნაირია. კერძოდ, რომ არ ღირს ყველაფრის თავიდან დაწყება და რომ "რაც იყო, ის არ განმეორდება!"

არადა, როგორ მინდა!

If you can't give me love...

ჩემზე და შენზე...



P.S.  If you can´t give me love
Honey, that aint enough
Let me go look for somebody else
If you can´t give me feelings with
Old fashioned meanings
Then Just stay in love with yourself!!!

Friday, December 11, 2009

"Just, რა..."

გუშინ ვისაუბრეთ სკაიპით. Just, რა...

და იცით, რა მითხრა?

"შენს ნაჩუქარ ღია ბარათს დღემდე ვინახავ უჯრაშიო!"



შარშან საახალწლოდ ვაჩუქე...
ვთხოვე 31-ში, 23:55-ამდე არ გახსნა თქო...

იმ ბარათში ჩემი გრძნობების შესახებ ვაპირებდი თქმას,
მაგრამ გადავიფიქრე! და კარგადაც მოვიქეცი!

გუშინ კი...
როგორ მინდოდა მეთქვა, მე კი შენს ნაჩუქარ სამაჯურს ვინახავ უჯრაში თქო, მაგრამ, ვერ გავბედე კი არა, გადავიფიქრე!

წელს, თუ კარგად მოიქცევა, თავანს ჩავაბარებ! მერსედეს მაიბახს! :D რა თქმა უნდა, ნამდვილს არაა... სურათს დავამონტაჟებ ჩემი ხელით და მანქანასთან დავაყენებ დახამებულს... თავზე ღრუბელს დავახატავ, რომელშიც გასაღები იქნება ჩახატული და რამე ხის ჩარჩოს გამოვაჩარხინებ ჩემს მეგობარს...

იდეას, მგონი არაუშავს!

პრობლემა სხვაა:

იმსახურებს განა?
თქვენ რას ფიქრობთ?

Thursday, December 10, 2009

რატომ მავიწყდება პოსტებისათვის სათაურის შერჩევა?!

დღეს შენს ძმაკაცს ვკითხე შენზე, როგორ არის, საუკუნეა არ მინახავს მეთქი და იცი რა მითხრა?!



შენ ხო დიდი ხანია, არ გინახავს, მე კი ორი მაგდენიო!

ნეტა, საერთოდ რატომ ვკითხე?

ხედავ, მეგობრებიც დაივიწყე! გადაჰყევი სამსახურს!!!
შენს ძვირფას უფროსს! რომელიც სეზონზე ერთხელ პრემიას მოგაშავებს 150
ლარიანს და შენ კი კუდს უქიცინებ, უხილავს, მაგრამ მაინც რეალურს!
ქალი მაინც იყოს...
ვიტყოდი, მოსწონს და მაგიტომ თქო...

კუდიანი შენ ხარ!!! რქიანი მე ვიყავი ერთ დროს! მერე მომბეზრდა და მოვიხერხე!

მარაზმი

არ იცოდი, რომ გულს მტკენდი?
კარგი ერთი!
ცინიკოსო და მარტოსულო!

დავიჯერო, არც ის იცოდი, რას ვგრძნობდი?
და მერე კიდევ პრეტენზია გექნება განვითარებული ადამიანი ვარო...

ჰო, არა ხარ!

ფაქტია!

არადა, როგორ მინდოდა, ყოფილიყავ,
როგორ მუსრდა შენი იმედი მქონდოდა...

ჩაფლავდი, ადამიანო! ყველა ასპექტში!

და
ყოველივე ამის შემდგომ, მეც არშემდგარი ადამიანი გამოვდივარ, თუ კი კვლავ შენზე ფიქრს გავაგრძელებ!
რამე უნდა ვიღონო!


Wednesday, December 9, 2009

I Want You!


Sunday, December 6, 2009

No matter

მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც მომაყენე;
მიუხედავად შენი დაუოკებელი ირონიისა;
შენი საკუთარ თავსა და ცხოვრებაში გაურკვევლობისა...


ამ ყველაფრის და
სხვა მრავლის მიუხედავად,
მაინც ჩემი
სიხარული,
სიყვარული და
ბედნიერება ხარ!

Friday, December 4, 2009

გენეზისი

ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ საერთო კურსელმა ჩაგვაგდო სკაიპ-კონფერენციაში!
ყოველთვის ვეჩხუბებოდი იმ ბიჭს, ნუ მაგდებ სხვებთან ერთად მეთქი! მაგრამ, არა!

და შედეგიც სავალალო აღმოჩნდა!

ეს ადამიანი გავიცანი! ნეტა რატომ...
საერთოდ უცხოებს არასოდეს ვიმატებ, მაგრამ ვიცოდი, ჩემი კურსელი იქნებოდა და...

რატომ არ მომხმა ის ხელი?!

ნახევარ წელზე მეტი მყავდა ლისტში ისე, რომ არც გვისაუბრია...
არც ვიცოდი ვინ იყო.
მითუმეტეს, თუ კი ამ ადამიანს ყოველ დღე ვხედავდი ტრანსპორტში!

საშინლად არ მომწონდა!

ჩემი მეგობრების მიხედვითაც (რომლებიც მას საკმაოდ კარგად იცნობდნენ),
ერთი დებილი ბიჭი იყო, რომელიც არაფრის აზრზე არ გახლდათ!


გაგრძელება იქნება...

Saturday, November 28, 2009

ბატონი არავინ


ლექსი, რომლითაც ვაჟბატონს მივულოცე დაბადების დღე, ისიც, დაგვიანებით. ანონიმურად მივწერე. არ იცოდა ვინ გახლდით. პირადად არ მიმილოცავს, ნაწყენი ვიყავი... :) 


ვახტანგ ჯავახაძე

 * * *

 იუბილარის სავარძელს

   ცაკლე დაუდგეს კარავი

და ყვავილების კარავში

   დასვეს -

   ბატონი არავინ.

 

ზოგმა

   ადრესი მიართვა,

ზოგმა

   ზეპირად ინება,

აქებდნენ ბატონ არავის -

   ბატონი არავინები.

 

ერთმა ექსპრომტიც მიუძღვნა,

სახუმრო

   და საქილიკო,

ქალბატონ არავინას და

   პატარა არავინიკოს.

 

ბოლოს,

როდესაც დაწყნარდნენ

და ტაშიც დაცხრა ცოტათი,

ადგა ბატონი არავინ -

   დუმილის დიდი ოსტატი,

დუმილით დაადასტურა

   თავისი დარდიმანდობა

და სავსე დარბაზს აჩუქა

   სამმარცვლიანი:

      მა-დლო-ბა!

 

... დირექტორი კი

   ფიქრობდა

   დღევანდელ შემოსავალზე

და თვალებს ვერ აშორებდა -

   ორგზის ცარიელ

      სავარძელს.

თუ რატმ შევქმენი ეს ბლოგი, ხვალ დავწერ!