THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Saturday, November 28, 2009

ბატონი არავინ


ლექსი, რომლითაც ვაჟბატონს მივულოცე დაბადების დღე, ისიც, დაგვიანებით. ანონიმურად მივწერე. არ იცოდა ვინ გახლდით. პირადად არ მიმილოცავს, ნაწყენი ვიყავი... :) 


ვახტანგ ჯავახაძე

 * * *

 იუბილარის სავარძელს

   ცაკლე დაუდგეს კარავი

და ყვავილების კარავში

   დასვეს -

   ბატონი არავინ.

 

ზოგმა

   ადრესი მიართვა,

ზოგმა

   ზეპირად ინება,

აქებდნენ ბატონ არავის -

   ბატონი არავინები.

 

ერთმა ექსპრომტიც მიუძღვნა,

სახუმრო

   და საქილიკო,

ქალბატონ არავინას და

   პატარა არავინიკოს.

 

ბოლოს,

როდესაც დაწყნარდნენ

და ტაშიც დაცხრა ცოტათი,

ადგა ბატონი არავინ -

   დუმილის დიდი ოსტატი,

დუმილით დაადასტურა

   თავისი დარდიმანდობა

და სავსე დარბაზს აჩუქა

   სამმარცვლიანი:

      მა-დლო-ბა!

 

... დირექტორი კი

   ფიქრობდა

   დღევანდელ შემოსავალზე

და თვალებს ვერ აშორებდა -

   ორგზის ცარიელ

      სავარძელს.

თუ რატმ შევქმენი ეს ბლოგი, ხვალ დავწერ!