THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Thursday, April 29, 2010

შურისძიება? / V for Vendetta


არასოდეს არავისთვის განზრახ ბოროტი არ გამიკეთებია. შეიძლება ჩემდაუნებურად ბევრს ვაწყენინე.

ამ ბოლო დროს გამიჩნდა სურვილი, ისევე მოვქცეულიყავი, როგორც მე მომექცნენ - შური მეძია.

აღნიშნული მიზნით, გადავწყვიტე მემოქმედა და გავიკითხე - მის სამსახურში ადგილი გათავისუფლდა და მომინდა აღნიშნული პოზიცია დამეკავა. ახლაც მინდა, მაგრამ განსჯის პროცესში ვარ, რა ვქნა...

მაქვს რამდენიმე კითხვა საკუთარ თავთან და იქნებ დამეხმაროთ მათზე პასუხის გაცემაში:

- რატომ ვაპირებ გეგმის განხორციელებას?
- ხომ არ არის ეს მასთან ახლოს ყოფნის სურვილის დაკმაყოფილების მცდელობა?
-გათავისუფლებული ვარ თუ არა ყველა თბილი (ადამიანური) გრძნობისაგან ამ არსების მიმართ?
-რას მივიღებ საბოლოოდ?
-როგორ ვიგრძნობ თავს სულიერად?
-ხომ არ არის ეს მისგან საბოლოოდ "გათავისუფლების" მცდელობა?
-რა გარანტია მაქვს, რომ მე უფრო არ დავზარალდები, თუნდაც განახლებული ურთიერთობის გამო?
-შევძლებ კი გეგმის ბოლომდე სისრულეში მოყვანას?
და ბოლოს,
-მიღირს?

Friday, April 23, 2010

სიყვარული თუ აკვიატება?

იუხედავად იმისა, რომ გავუშვი, 
მიუხედავას იმისა, რომ "აღარ მიყვარს", 
მიუხედავას იმისა, რომ საუკუნეა არ შევხმიანებივართ ერთმანეთს, 


ამ ბოლო დღეების მანძილზე რამდენჯერმე ამომიტივტივდა გონებაში და ისიც იმის გამო, რომ პირწიგნაკში "მეგობრის" სურათებში გაიჩითა. "მეგობრის" მეჯვარედ. :) მინდოდა მიმეწერა, მომწონს შენი საცოლე და შენი მეჯვარე მეთქი ამ ადამიანისათვის, მაგრამ ვერ გავბედე... 


ისე, მეჯვარე უფრო მომწონს! :)


მიუხედავად ყველა ტკვივილისა, რაც მომაყენა, ისევ ამიფრიალდა გული მისი (მერე რა რომ) სურათის დანახვისას. მომიარა ისევ, და ისევ ყველაფერი გამახსენდა... რეალურ ცხოვრებაში რომ მენახა, ალბათ გული წამივიდოდა... :) 



სასტიკად მომეშალა ნერვები, საკუთარ თავთან იმის გამოტყდომის გამო, რაც აღმოვაჩინე - რომ კვლავ არ მეკიდა!

დავიღალე, არ შეიძლება ტვინს ჰქონდეს ღილაკი - Erase?! Delete?!




WTF?!