THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Thursday, April 29, 2010

შურისძიება? / V for Vendetta


არასოდეს არავისთვის განზრახ ბოროტი არ გამიკეთებია. შეიძლება ჩემდაუნებურად ბევრს ვაწყენინე.

ამ ბოლო დროს გამიჩნდა სურვილი, ისევე მოვქცეულიყავი, როგორც მე მომექცნენ - შური მეძია.

აღნიშნული მიზნით, გადავწყვიტე მემოქმედა და გავიკითხე - მის სამსახურში ადგილი გათავისუფლდა და მომინდა აღნიშნული პოზიცია დამეკავა. ახლაც მინდა, მაგრამ განსჯის პროცესში ვარ, რა ვქნა...

მაქვს რამდენიმე კითხვა საკუთარ თავთან და იქნებ დამეხმაროთ მათზე პასუხის გაცემაში:

- რატომ ვაპირებ გეგმის განხორციელებას?
- ხომ არ არის ეს მასთან ახლოს ყოფნის სურვილის დაკმაყოფილების მცდელობა?
-გათავისუფლებული ვარ თუ არა ყველა თბილი (ადამიანური) გრძნობისაგან ამ არსების მიმართ?
-რას მივიღებ საბოლოოდ?
-როგორ ვიგრძნობ თავს სულიერად?
-ხომ არ არის ეს მისგან საბოლოოდ "გათავისუფლების" მცდელობა?
-რა გარანტია მაქვს, რომ მე უფრო არ დავზარალდები, თუნდაც განახლებული ურთიერთობის გამო?
-შევძლებ კი გეგმის ბოლომდე სისრულეში მოყვანას?
და ბოლოს,
-მიღირს?

3 comments:

გვირილა said...

”- რატომ ვაპირებ გეგმის განხორციელებას?” _ არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი...
”- ხომ არ არის ეს მასთან ახლოს ყოფნის სურვილის დაკმაყოფილების მცდელობა?” _ კი, ზუსტად ესაა... (საკუთრი გამოცდილებიდან გეუბნები).
”-გათავისუფლებული ვარ თუ არა ყველა თბილი (ადამიანური) გრძნობისაგან ამ არსების მიმართ?” _ არა, ხომ გაგიგია, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია და პირიქითო. რადგან შურისძიების სურვილი გაქვს, ე.ი. გრძნობაც გაქვს დარჩენილი მის მიმართ. ხოდა, ბოლომდე გათავისუფლებული მხოლოდ მაშინ იქნები, როცა შურისძიების სურვილი აღარ გექნება დაფეხებზე გეკიდება ეგ პიროვნება საერთოდ.
”-რას მივიღებ საბოლოოდ?” _ ალბად ვერაფერს, დაზიანებული ნერვული სისტემის გარდა.
”-როგორ ვიგრძნობ თავს სულიერად?” _ ჱთუ მოხდა საოცრება და შური იძიე, თავს ცუდად იგრძნობ, დამნაშავესავით რა...
”-ხომ არ არის ეს მისგან საბოლოოდ "გათავისუფლების" მცდელობა?” _ კი, არის...
”-რა გარანტია მაქვს, რომ მე უფრო არ დავზარალდები, თუნდაც განახლებული ურთიერთობის გამო?” _ არანაირი გარანტია არ გაქვს...
”-შევძლებ კი გეგმის ბოლომდე სისრულეში მოყვანას?”_ არ ვიცი, ეს შენზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად ძლიერი ხარ.
და ბოლოს,
”-მიღირს?” _ არ ვიცი...
p.s. მართალია ჩემი პასუხებიდან ალბათ არცერთი არ მოგეწონება, მაგრამ ასეა და რა ვქნა... ამ კითხვებზე პასუხს, ჩემდა სამწუხაროდ, ზოგადად კი არ ვცემ, ნამდვილად ვიცი პასუხე. შენ თუ ძლიერი ადამიანი ხარ (ჩემთნ შედარებით) და დარწმუნებული ხარ, რომ ამ ადამინის მიმართ არაფერს გრძნობ და მუხლებზეც რომ დაგეჩოქოს და სასწაულები გააკეთოს, მაინც არ მოგიბრუნდება გული, მაშინ მიდი და აბა შენ იცი!.. წარმატებებს გისურვებ!..

MeTuShen said...

არცერთ პასუხში არ შემცდარხარ!
ნამდვილად იყო გათავისუფლების მცდელობა და რადგანაც აღარ ვაპირებ პოსტვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე მკიდია. :)
დიდი მადლობა თანადგომისათვის! :) ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი ჩანხარ!

წარმატებებს გისურვებ!

გვირილა said...

მადლობა და გაწითლებული სმაილი :-)
წარმატებები შენც!..