THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Monday, September 6, 2010

მკიდიხარ

როგორც იქნა, ეს დროც დადგა.

ცულ აღარ მაინტერესებ და ცალ ფეხზე მკიდიხარ.

ნეტა, საერთოდ რა მომწონდა შენში და საერთოდაც, რატომ ამეკვიატე.

სულ კარგად მეყოლე.

Thursday, April 29, 2010

შურისძიება? / V for Vendetta


არასოდეს არავისთვის განზრახ ბოროტი არ გამიკეთებია. შეიძლება ჩემდაუნებურად ბევრს ვაწყენინე.

ამ ბოლო დროს გამიჩნდა სურვილი, ისევე მოვქცეულიყავი, როგორც მე მომექცნენ - შური მეძია.

აღნიშნული მიზნით, გადავწყვიტე მემოქმედა და გავიკითხე - მის სამსახურში ადგილი გათავისუფლდა და მომინდა აღნიშნული პოზიცია დამეკავა. ახლაც მინდა, მაგრამ განსჯის პროცესში ვარ, რა ვქნა...

მაქვს რამდენიმე კითხვა საკუთარ თავთან და იქნებ დამეხმაროთ მათზე პასუხის გაცემაში:

- რატომ ვაპირებ გეგმის განხორციელებას?
- ხომ არ არის ეს მასთან ახლოს ყოფნის სურვილის დაკმაყოფილების მცდელობა?
-გათავისუფლებული ვარ თუ არა ყველა თბილი (ადამიანური) გრძნობისაგან ამ არსების მიმართ?
-რას მივიღებ საბოლოოდ?
-როგორ ვიგრძნობ თავს სულიერად?
-ხომ არ არის ეს მისგან საბოლოოდ "გათავისუფლების" მცდელობა?
-რა გარანტია მაქვს, რომ მე უფრო არ დავზარალდები, თუნდაც განახლებული ურთიერთობის გამო?
-შევძლებ კი გეგმის ბოლომდე სისრულეში მოყვანას?
და ბოლოს,
-მიღირს?

Friday, April 23, 2010

სიყვარული თუ აკვიატება?

იუხედავად იმისა, რომ გავუშვი, 
მიუხედავას იმისა, რომ "აღარ მიყვარს", 
მიუხედავას იმისა, რომ საუკუნეა არ შევხმიანებივართ ერთმანეთს, 


ამ ბოლო დღეების მანძილზე რამდენჯერმე ამომიტივტივდა გონებაში და ისიც იმის გამო, რომ პირწიგნაკში "მეგობრის" სურათებში გაიჩითა. "მეგობრის" მეჯვარედ. :) მინდოდა მიმეწერა, მომწონს შენი საცოლე და შენი მეჯვარე მეთქი ამ ადამიანისათვის, მაგრამ ვერ გავბედე... 


ისე, მეჯვარე უფრო მომწონს! :)


მიუხედავად ყველა ტკვივილისა, რაც მომაყენა, ისევ ამიფრიალდა გული მისი (მერე რა რომ) სურათის დანახვისას. მომიარა ისევ, და ისევ ყველაფერი გამახსენდა... რეალურ ცხოვრებაში რომ მენახა, ალბათ გული წამივიდოდა... :) 



სასტიკად მომეშალა ნერვები, საკუთარ თავთან იმის გამოტყდომის გამო, რაც აღმოვაჩინე - რომ კვლავ არ მეკიდა!

დავიღალე, არ შეიძლება ტვინს ჰქონდეს ღილაკი - Erase?! Delete?!




WTF?!

Monday, March 15, 2010

It's been a way too long...

...Since I wrote my last post.
I really missed you, guys. 
But I didn't felt like blogging. 
The truth is, that I survived from his love. 
I feel refreshed and recovered...
Plus, I didn't knew what to write about in this blog. 
And right today I decided to return, like the Mummy does (The Mummy Returns). :D


Sometimes, it's easy to write down your thoughts not in your native language. Because you feel little-bit more protected... 


When I broke up with my last Bf, I wrote him an e-mail, about what I felt.
I was telling him, that I didn't wanted to be friends with him, and that everything was over...
It was such a relief. 
But I never send it... 
It's still in my drafts. 
But then everything happened as I planned to... 
We stopped being friends too...




So, what I wanted to say, is that, when you imagine s.th. as you want to be, than everything is as you wanted to be... 


And I'm gonna continue blogging and stuff with this hope...

Tuesday, January 19, 2010

მორჩა, გათავდა...

შენ ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავ...

11 თვე დამჭირდა იმის გადასახარშად, რომ არ მჭირდები და არასოდეს მჭირდებოდი!

დაუნახავი ვიყავი და ეგოისტი... ბრმად მივილტვოდი იქეთკენ, საითაც არ მელოდნენ და საითაც მხოლოდ იმედგაცრუება სუფევდა!


 აბა ჰე და აბა ჰო!